„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე
ვბრძანებ
1. განისაზღვროს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-1 აგვისტო - 28 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 სექტემბერი - 28 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) 28 სექტემბერი - 31 დეკემბერი, 8 იანვარი - 13 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 - 20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები- 1 - 7 იანვარი, 21 თებერვალი -7 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 12 თებერვალი- 9 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 1- 9 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 9 მარტი - 17 ივლისის;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 – 24 ივლისი; (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები- 25 ივლისი - 26 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე